ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ხანძარია

© photo: Sputnikსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ძლიერი ხანძარია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფლებში ჯუმში, ნარაზენსა და დავითიანში იწვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია გაშენებული.

თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარი გადავიდა კერძო სექტორში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამივე ლოკაციაზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ბრიგადები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0