გაბუნია: შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი იმის გამოა, რომ ცოტა ადამიანი გაიტესტა

© photo: Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia / FBჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომაა კოვიდ-ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში.
გაბუნია: შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი იმის გამოა, რომ ცოტა ადამიანი გაიტესტა
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ საახალწლო პერიოდში ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა ტესტირებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში გვექნება გარკვეული მატება, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ რეალური მატებაა, არამედ მეტი ადამიანი მივა ტესტირებაზე და მეტი შემთხვევა გამოვლინდება“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კვლავაც 11%-ის ფარგლებშია.

ყველა ახალი ამბავი
0