Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიუხედავად სირთულეებისა...“ – ნახეთ როგორ შეხვდა სოფო ნიჟარაძე ახალ წელს ამერიკაში

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასე შეხვდა ცნობილი ქართველი მომღერალი ახალ წელს ამერიკაში. ნახეთ რას წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა.

აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.

ვირტუალურ სივრცეში პასიურობამ სოფოს მიმართ ყურადღება გაზარდა. ამას ისიც განაპირობებს, რომ მომღერალი საკუთარ ბედნიერებას საგულდაგულოდ მალავს. მიუხედავად ამისა, მან თაყვანისმცემლებს საკუთარი სახლის საახალწლო სამზადისი გაუზიარა. სოფო ამერიკაში გოზინაყს და საცივს ამზადებდა, მოგვიანებით სოფომ „სელფი“ გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება და დაწერა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მისთვის 2020 წელი საუკეთესო იყო, რადგან ყველაზე დიდი ბედნიერება აჩუქა.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გადაღებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავს.

ყველა ახალი ამბავი
0