იტალიის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას ულოცავს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირომი
რომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის მეთაურს უფლებამოსილების აღსრულებისას წარმატებებს უსურვებს.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქართველ კოლეგა გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ფაშინიანმა გახარიას პრემიერის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა

როგორც მისალოც წერილში ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პლურალიზმის გაძლიერებას.

„მსურს პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნა. იტალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი უფლებამოსილების შესრულებისას და გილოცავთ შობა–ახალ წელს", – ნათქვამია წერილში.

საქართველოს პარლამენტმა 24 დეკემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას მისი მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე. ასე რომ, 45 წლის გახარია კვლავ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. 

ყველა ახალი ამბავი
0