კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურობაში ცვლილებები შეიტანა. თუ ადრე საახალწლო და საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით ქვეყანაში უქმე 1, 2 და 7 იანვარი იყო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2021 წელს უქმეები 1-დან 15 იანვრამდე პერიოდში გრძელდება.
მუშაობას გააგრძელებენ მხოლოდ ბანკები და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და სერვისები.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ხელისუფლებამ 26 ნოემბერს გამოაცხადა, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, 31 იანვრამდე (ჩათვლით) პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს.