საქართველოში ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართება

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალები - მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალები - მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული მოჭადრაკეების: ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე ქალების შესახებ დოკუმენტური ფილმის „დიდება დედოფალს“ პირველი ონლაინ ჩვენება 9 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება 22:00 საათზე გაიმართება. ფილმი ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების: ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
The Washington Post აღფრთოვანებულია ქართველი მოჭადრაკე ქალებით

ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ შედგა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის - „სინედოკის" ფარგლებში. „დიდება დედოფალს" უკვე ნახეს ავსტრიაში, სერბეთსა და მექსიკაში.

„რადგან ფილმის ჩვენება ჯერ არ შემდგარა რამდენიმე ქვეყანაში, მას ექნება გეოგრაფიული შეზღუდვა და ჩვენებაზე ონლაინ დასწრებას შეძლებენ მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლები“, - აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

ფილმის ჩვენება გაიმართება ონლაინ ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე. ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის მანძილზე, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს სწორედ ეს ქალები განაგებდნენ. მათ ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0