გერმანელი გიტარისტის ქართული „იავნანა“ – გრძნობით შესრულებული დედის საგალობელი

გამოწერა
გთავაზობთ ვიდეორგოლს, რომელშიც ცნობილი გერმანელი გიტარისტი ქალი ჰაიკე მატისენი საოცარი გრძნობით ასრულებს ქართულ „იავნანას“

კომპოზიცია ქართველ მუსიკოსს კახა მეტრეველს ეკუთვნის, რომელიც გერმანიის ქალაქ მიუნსტერის მუსიკალური სკოლა Crescendo-ს დირექტორია.

მატისენის შესრულებულმა მელოდიამ, რომლის ვიდეოც 20 თებერვალს აიტვირთა YouTube-ზე, იუზერების აღფრთოვანება გამოიწვია და მათაც კომენტარები არ დაიშურეს. „საოცარია!“ „ულამაზესია!“ „დაუჯერებელია!“ „ჯადოსნურია!“ — ეს ის ეპითეტებია, რომლებითაც ინტერნეტმომხმარებლებმა ქართული საგალობელი შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ ჰაიკე მატისენი რამდენიმე ალბომის ავტორია და წარმატებით გამოდის კონცერტებით აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0