2021 წელი სამეფო კლუბმა საზოგადოებას ახალი ამბით მიულოცა. მათ ოფიციალურ გვერდზე დავით ბაგრატიონის და უცნობი გოგონას ფოტო გამოაქვეყნეს და საზოგადოებას ახალი წელი ასე მიულოცეს.
მეფე დავით ბაგრატიონის და პრინცესა ირინას ფოტოს დიდი ინტერესი მოჰყვა. საზოგადოება დაინტერესდა ვინ იყო პრინცესა ირინა. როგორც ირკვევა, პრინცესა ირინა დავით ბაგრატიონის ახალი ცოლია, რომელსაც ადრე ხვდებოდა.
პრინცესა ირინას და დავით ბაგრატიონის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ბაგრატიონი ქართველ სექს-სიმბოლოს შორენა ბეგაშვილს დაშორდა და ანა ბაგრატიონთან დაქორწინებისთვის ემზადებოდა.
ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონს შორენა ბეგაშვილი უყვარდა, მაგრამ როცა სამეფო ტიტულის მისაღებად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინება შესთავაზეს, სურდა შორენა უბრალოდ მის პარტნიორად დარჩენილიყო და ოჯახის პარალელურად მასთანაც ჰქონოდა ურთიერთობა, მაგრამ შორენა ბეგაშვილმა ამაზე უარი თქვა და ე.წ მეფე მიატოვა.
დავით ბაგრატიონმა ახალი ბეგაშვილი იპოვა, ოღონდ ირინა ბეგაშვილი, რომელსაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინების შემდეგ დაშორდა. როგორც იცით ბაგრატიონების ოჯახი დაინგრა, დავითი კი ირინა ბეგაშვილს დაუბრუნდა და საგურამოში ერთად ცხოვრობენ.