ახალი წელი დედამიწაზე ულამაზესი ვარსკვლავთცვენით იწყება

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავთცვენა
ვარსკვლავთცვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ვარსკვლავთცვენა ახალ 2021 წელს 2 და 3 იანვრის ღამეს იქნება - კვადრანტიდას მეტეორული ნაკადი აქტიურობის პიკზე დედამიწელებს ნამდვილ ვარსკვლავურ შოუს აჩუქებს

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. კაშკაშა ვარსკვლავთცვენას დედამიწის მცხოვრებლები ახალი წლის პირველივე დღეებში მიადევნებენ თვალს – 2 და 3 იანვარს ციდან ვარსკვლავები „ჩამოიყრება“.

ყველაზე მძლავრი აქტიურობი პიკზე ერთ საათში 110-მდე მეტეორია მოსალოდნელი, ანუ ერთ წუთში– 1–2 მეტეორი.

ვარსკვლავიანი ცა ღამით - Sputnik საქართველო
დეკემბრის ბოლოს ცაზე „ბეთლემის ვარსკვლავი“ გამოჩნდება - პირველად 800 წლის შემდეგ

ნაკადმა აქტიურობა 28 დეკემბერს დაიწყო და ის აქტიური 12 იანვრამდე იქნება.

კვადრანტიდას კაშკაშა ვარსკვლავთცვენის დაკვირვება უმჯობესია ღამის 12 საათიდან გამთენიამდე, ქალაქის შუქებისგან მოშორებით. კარგ ამინდში მოწყვეტილი ვარსკვლავების დანახვა სპეციალური ოპტიკური აღჭურვილობის გარეშეც შეიძლება.

კვადრანტიდას ვარსკვლავთცვენის მაქსიმუმი, სხვა მეტეორული ნაკადებისგან განსხვავებით, რამდენიმე საათს შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ცალკეული ვარსკვლავების ხილვა 12 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

კვადრანტიდას მეტეორული ნაკადი სუსტი მეტეორების დიდი რაოდენობით და საშუალო სიჩქარით გამოირჩევა. მეტეორები მენახირის თანავარსკვლავედიდან იტყორცნება, თუმცა სახელწოდება ვარსკვლავთცვენას მიენიჭა კედლის კვადრანტის თანავარსკვლავედის სახელწოდებიდან, რომელიც თანამედროვე ასტრონომიაში არ გამოიყენება.

ყველა ახალი ამბავი
0