საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა

© photo: Gogita Todradze / FBსაქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, დაჩქარდა - ნოემბერში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ 7,7%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

შედარებისთვის: ვარდნის ოქტომბრის მაჩვენებელი - 3,9%, სექტემბრის - 0,7%, აგვისტოს - 5,3%, ივლისის - 5,5%, ივნისის - 7,7%, მაისის - 13,5%, აპრილის - 16,6%.

მიქანაძე: სამთავრობო პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზეა ორიენტირებული >>

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ვარდნამ 11 თვეში 5,9% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5,2%-ით, რაც აღემატებოდა საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

ვარდნა დარგების მიხედვით და მაჩვენებლები

„საქსტატის“ დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში – ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიში

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება. მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გართობის, დასვენების და ვაჭრობის სექტორებში. 2020 წლის ნოემბერში, საქონლის ექსპორტი შემცირებულია 13,4%-ით, ხოლო იმპორტი 12,1%-ით, რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 11 თვის ჯამურ მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული“, - განაცხადა თოდრაძემ.

თოდრაძის თქმით, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 3 450 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 11,4%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„4,2 პროცენტით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, თოდრაძემ დაიწყო იმ დარგებით, სადაც შემცირების ტენდენცია გამოვლინდა.

 HeidelbergCement  - Sputnik საქართველო
საქართველოში ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა

„მშენებლობის სექტორში კვლავაც კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშოების შესრულების მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად ელექტრო, ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები“, - აღნიშნა თოდრაძემ.

„საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საშენ მასალების იმპორტი 15%-ით შემცირდა, ხოლო ცემენტის - 11%-ით.

„სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლება, როგორც მოგეხსენებათ ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. დაახლოებით 92 პროცენტით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც რასაკვირველია გავლენა მოახდინა ტურისტული სააგენტოების და ტუროპერატორების შემოსავლებზე“, - აღნიშნა თოდრაძემ.

ექსპერტის შეფასება

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა გასულ წელს იყო ეპიდვითარება, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

„ამ ფონზე ჩვენ გვქონდა მეტ-ნაკლებად სწორი მიდგომები ეპიდვითარების თვალსაზრისით, თუმცა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მიდგომები ქაოტური იყო. შედეგად, ხელისუფლების მოქმედებებმა ეკონომიკური საქმიანობა და ბიზნესი შეაფერხა“, - განუცხადა Sputnik-ს აბულაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში გამოუყო >>

მეორეს მხრივ, ექსპერტის თქმით, ქვეყანამ 2020 წელი დაასრულა მიმზიდველი ეკონომიკური სტაბილურობით, სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრებით, დახმარებისა და მხარდაჭერის აქტიური ღონისძიებებით, ვალისა და ინფლაციის ზრდით, რეალიზებული სახელმწიფო პროგრამებითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით.

ყველა ახალი ამბავი
0