Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსუბუქი ფორმის მძიმე შედეგები: იაპონელი ექიმი პოსტკოვიდურ გართულებებს ასახელებს

© AP Photo / Natacha Pisarenkoკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონელი ექიმი კორონავირუსის მსუბუქი ფორმის პოსტ-კოვიდურ სიმპტომთა შორის ასევე ასახელებს აზრის ჩამოყალიბების უუნარობას, დეპრესიას, თმების ცვენასა და ა.შ.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. პაციენტები, რომლებმაც იოლ ფორმებში გადაიტანეს COVID–19, ხშირად იტანჯებიან დაავადების მთელი რიგი მძიმე შედეგებით, აცხადებს ტოკიოს კლინიკა Hirahata clinic–ის ექიმი კოიტი ჰირაჰატა დაკვირვებებზე დაყრდნობით.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
თუ ეს სიმპტომები გქონდათ, ე.ი. COVID-19 გადაიტანეთ და არა სეზონური გრიპი

აღსანიშნავია, რომ ჰირაჰატა მარტიდან ადგენდა იმ ადამიანების მონაცემთა ბაზას, რომლებსაც კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ გართულებები აღენიშნებოდათ. ამ დროისათვის ბაზაში 378 პაციენტია. ამასთან ექიმი განმარტავს, რომ თუ მანამდე მსგავსი ჩივილებით დღეში ორი–სამი ადამიანი აკითხავდა, ახლა მათი რაოდენობა 70–80–ს აღწევს.

„მძიმე შედეგები დაავადებულთა დიდ ნაწილში — 80,69% –ში შეგვხვდა. ეს 40–დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს სწორედ ის ასაკობრივი კატეგორიაა, რომელშიც დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შემდგომში უფრო მძიმე შედეგებს იწვევს“, — აცხადებს ექიმი.

ჰირაჰატას თქმით, COVID–19–ის მსუბუქი ფორმის შემდეგ პაციენტების 97,1%-ს ქრონიკული სისუსტე აღენიშნება, დეპრესია — 86,8%-ს, აზრის ჩამოყალიბების უუნარობა 83%-ში გამოვლინდა, თავის ტკივილებს 77,4% უჩივის, მთელ სხეულში ტკივილებს — 77,4%, სუნთქვის გაძნელება 73,3%-ში დაფიქსირდა, პულსის გახშირება — 71,3%-ში, უძილობით 71,3% იტანჯება, უმადობით — 63%, თმის ცვენა დაეწყო — 52,9%-ს; ყნოსვისა და გემოს შეგრძნება 35,2%-მა და 27,9%-მა დაკარგა — შესაბამისად.

მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმაგაავრცელეს ინფორმაცია, რომ კორონავირუსისგან განკურნებულებში უჯრედოვანი იმუნიტეტის ხანგრძლივი დაქვეითება გამოვლინდა. ამან კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმის უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსებს მომავალში.

ყველა ახალი ამბავი
0