წლის ბოლო კვირაში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვები მოეხსნა იმ მაღაზიებისთვის, სადაც იყიდება სხვადასხვა სახის საქონელი – ტანსაცმელი, ავეჯი, სუვენირები, საჩუქრები. ახალი წლის დადგომის შემდეგ მაღაზიები დროებით ისევ დაიკეტება.

ახალი წლის წინ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიაში ნამდვილი აჟიოტაჟია

გარკვეული დროის განმავლობაში მაღაზიების დიდი ნაწილი და სავაჭრო ცენტრები შეზღუდვის გამო დაკეტილი იყო

მათ ვაჭრობა მკაცრი წესების დაცვის პირობით განაახლეს

თერმოსკრინინგის შემდეგ მყიდველებს მაღაზიებში უშვებენ რიგის დაცვით, ასევე მოქმედებს ერთდროულად მაღაზიაში მყოფთა რაოდენობის შეზღუდვა

მიუხედავად ფასდაკლებების, მყიდველებისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი არაა - ბევრ მათგანს შემოსავლის წყარო შეუმცირდა, ან შეუწყდა

მაღაზიების უსაფრთხოების თანამშრომლები ყოველდღიურად ასობით ადამიანს ამოწმებენ ვირუსზე

ვისაც გაუმართლა, უკვე სახლისკენ მიიჩქარის

ახალი წლის შემდეგ მაღაზიები კვლავ შეწყვეტენ მუშაობას გარკვეული დროის განმავლობაში

ამიტომ, მყიდველებს ჯერ კიდევ აქვთ საშუალება შეიძინონ სასურველი ნივთი

და სადღესასწაულო საჩუქრები ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის

თუ ვინმემ ჯერ ვერ მოასწრო ნაძვის ხის ყიდვა - ამის დრო ჯერ კიდევ რჩება. ისეთი შტაბეჭდილება რჩება, რომ საახალწლო ნივთები ყოველ ნაბიჯზე იყიდება

ასე გამოიყურება ქუჩები სავაჭრო ცენტრების მიმდებარედ. ავტომობილების დიდი ტალღა დილიდან საცობებს ქმნის - საღამოს 9 საათზე ხომ საკომენდანტო საათი იწყება