ხარისხიანი ნაძვის ხის შერჩევას, ხელოვნური იქნება თუ ბუნებრივი, არცთუ ცოტა ძალისხმევა სჭირდება. „Sputnik-საქართველო“ ეცდება გაგიმარტივოთ ეს პროცესი და ძირითადი რეკომენდაციები გაგიზიაროთ.
გახსოვდეთ, ნაძვის ხე შეძლებისდაგვარად ადრე უნდა შეიძინოთ, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მათი რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება.