https://sputnik-georgia.com/20201229/policiam-narkotiki-amoiRo-250479212.html
კახეთში პოლიციამ ერთი კილოგრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღო
კახეთში პოლიციამ ერთი კილოგრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღო
Sputnik საქართველო
ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ ჰქონდა გამზადებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა... 29.12.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-12-29T10:33+0400
2020-12-29T10:33+0400
2021-10-19T17:45+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789452_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_cdd55a5ada85722cd1c84267c98c31c1.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789452_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_8b26d2ca7f254ee3c3970b036ca886b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
კახეთში პოლიციამ ერთი კილოგრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღო
10:33 29.12.2020 (განახლებულია: 17:45 19.10.2021) ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ ჰქონდა გამზადებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი კილოგრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.