საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Stringerმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მანდარინი ექსპორტზე რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სლოვენიასა და ყაზახეთში გაიტანეს.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 30.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო - Sputnik საქართველო
საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 13%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 7%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (17.3 ათასი ტონა), სომხეთსა (6.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (4.8 ათასი ტონა).

აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, სლოვენიასა და ყაზახეთში.

წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0