თამარ გაბუნია: ჯერ ვერ ვიტყვით, რომ პიკი გადავიარეთ

© Sputnik / Alex Shlamovტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტრო თავს იკავებს იმისგან, რომ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას „სტაბილური“ უწოდოს, თუმცა „სტაბილურობის ნიშნები გამოიკვეთა“.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ საქართველომ კორონავირუსის პანდემიის პიკი გაიარა, განაცხადა ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გახარია: მოვუწოდებ მოქალაქეებს, მარტივი სიმპტომების შემთხვევაშიც გაიკეთონ ტესტი>>

მისი თქმით, მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ შეიძლება იმის თქმა, რომ სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება.

„თუმცა, იმისი დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს ეპიდემიის მიმდინარეობაში, ცოტა რთულია და ამაზე საუბარი ნაადრევია. თითოეული შემსუბუქება და შეზღუდვა საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის, რომ შედეგები მეტად თვალსაჩინო იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

სტაბილიზაციის ნიშნები ჰოსპიტალურ სექტორშიც შეინიშნება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა აჭარაში, სადაც ეს სექტორი ამჟამად ნახევრად არის დატვირთული.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სრული „ლოკდაუნი“ არ იქნება, ეს არის ჭორი

ამ დროისათვის ქვეყნის სტაციონარებში 5 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს. თავისუფალია 2 ათასამდე ადგილი.

გაბუნიას თქმით, შეუძლებელია კორონავირუსის ქცევისა და მიმდინარეობის პროგნოზირება. უფრო მეტიც, საქართველო უნდა ელოდოს ახალ შტამებსა და ტალღისებურ დინებებს მანამ, სანამ მოსახლეობა არ აიცრება.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წელსაც გაგრძელდება. მან ასევე დასძინა, რომ უწყების პრიორიტეტი იქნება პირველადი ჯანდაცვის, ასევე რიგი არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერება.

ყველა ახალი ამბავი
0