მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აღარ შეუძლია, იმდენი კითხვაა მისი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ურთიერთობაზე. როგორც ნანუკამ „მთავარ არხზე“ „მთავარ ბიჭებში“ ხუმრობით აღნიშნა, „ეს კაცი ვერ მოიშორა“. მოდელის თქმით, ტრამპი მაშინ გაიცნო, როდესაც „მის საქართველოს“ სტატუსით „მის სამყაროს“ ტიტულის მოსაპოვებლად ამერიკაში კონკურსზე იმყოფებოდა.
ნანუკას თქმით, მაშინ დონალდ ტრამპი ყველა კონკურსანტს შეხვდა, თუმცა როდესაც საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ჩამოვიდა, მოიკითხა „მის საქართველო“ და დელეგაციაში, რომელიც ტრამპს დახვდა, ნანუკაც იყო.
View this post on Instagram
მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. „მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.
ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას რძალი გახდებოდა.