თბილისი, 28 დეკემბერი ― Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში ხანძარია, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20-კაციანი ჯგუფი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.