რეგიონების მოსახლეობას შესაძლოა ელექტროენერგია გაუძვირდეს

© photo: Sputnikელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მიიჩნევენ, რომ დენის მოქმედი ტარიფი უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს გაზრდილ ხარჯებს და ამიტომ დენის საფასურის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია, განაცხადა კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

თბოსადგური გარდაბანში - Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის ახალი ტარიფები დადგინდა

დღევანდელი მდგომარეობით „ენერგო-პრო ჯორჯია" (Energo-Pro Georgia) 1,2 მლნ-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. კომპანიას აქვს ხუთი ფილიალი და 59 მომსახურების ცენტრი და ის ელექტროენერგიას საქართველოს რეგიონებსა და თბილისის შემოგარენს აწვდის.

კომპანიის დირექტორის თქმით, დღეს მოქმედი ტარიფი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს. კომპანია უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისშია, მოუწიათ განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, ასევე გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც.

„მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფისა და საბანკო სექტორის დახმარებით მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე", – აღნიშნა მიხეილ ბოცვაძემ.

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, მისი თქმით, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად.

ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

„ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი ჩვენთვის პრობლემატური დავალიანებების თუ  სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება“, – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიის დირექტორის თქმით, რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაზეა.

„ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია“, – აღნიშნა ბოცვაძემ.

სვანეთი - Sputnik საქართველო
მესტიაში „ენერგო-პრო ჯორჯიამ" კრიპტოვალუტების მორიგი ფერმა გათიშა

ტარიფის გაზრდის საკითხის განსახილველი სხდომა მარეგულირებელ კომისიაში ხვალ არის ჩანიშნული.

რაც შეეხება ტარიფებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (დღგ-ის ჩათვლით), ამჟამად ასეთია: 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი 14,2367 თეთრია. 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 18,2133, ხოლო 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 22,7327

კომერციული მომხმარებლისთვის კი ერთ კვტ/სთ-ზე 14,85974 თეთრიდან 21,08306 თეთრამდეა.

ყველა ახალი ამბავი
0