მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს ბოლო პანდემია არ არის“ – ჯანმოს გენდირექტორი ვიდეომიმართვას ავრცელებს

© AP Photo / Jonathan Gibbonsტედროს ადანომ გებრეიესუსი
ტედროს ადანომ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს დირექტორის თქმით, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში შედგენილი ანგარიშები აჩვენებდა, რომ მსოფლიო პანდემიისთვის მზად არ იყო.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ისტორია აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემია უკანასკნელი არ იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ვიდეომიმართვაში.

„ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს პანდემია უკანასკნელი არ არის. ეპიდემიები — ეს ცხოვრების ფაქტია. მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიციებით, რომლებსაც ყველა მთავრობა დაუჭერს მხარს, ჯანმრთელობისადმი ერთიანი მიდგომით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი შვილები და მათი შვილები უფრო უსაფრთხო, მეტად მდგრად და სტაბილურ მსოფლიოს მიიღებენ მემკვიდრეობით“, — განაცხადა გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ COVID-19 კაცობრიობისთვის აბსოლუტურად უცნობი დაავადება იყო, თუმცა 12 თვეში მან თავდაყირა დააყენა მსოფლიო. თუმცა, როგორც ჯანმოს დირექტორი ამბობს, ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, ვინაიდან რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთებული ანგარიშებიდან ცხადი ხდებოდა, რომ მსოფლიო პანდემიისთვის მზად არ იყო.

არსებობს 1,8 მლრდ ადამიანის ინფიცირების რისკი: ჯანმო განცხადებას ავრცელებს>>

ჯანმოს დირექტორს მიაჩნია, რომ მთავრობებმა მომხდარიდან დასკვნები უნდა გამოიტანონ და მეტი სახსრები მიმართონ ჯანდაცვის სექტორისკენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0