დავით ანდღულაძეს სამშობლოში დაკრძალავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით ანდღულაძეს სამშობლოში დაკრძალავენ
დავით ანდღულაძეს სამშობლოში დაკრძალავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდღულაძე მრავალი წლის განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის სახელს უკავშირდება არაერთი გახმაურებული სპექტაკლი.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ცნობილ ქართველ რეჟისორს დავით ანდღულაძეს, რომელიც 19 დეკემბერს პარიზში გარდაიცვალა, სამშობლოში დაკრძალავენ.

გარდაიცვალა რეჟისორი დავით ანდღულაძე>>

როგორც „პირველი არხი“ რეჟისორის ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ამჟამად ცხედარი სტამბულშია გადასვენებული და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს აუცილებელი პროცედურები, რათა ის თბილისში უახლოეს დღეებში გადმოასვენონ.

ალექსანდრე ხომერიკი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ალექსანდრე ხომერიკი

დავით ანდღულაძე 19 დეკემბერს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1982-1985 წლებში დავით ანდღულაძე იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. ამ პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეული გახდა გრიგოლ რობაქიძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გრაალის მცველები“, რომელშიც თავადი გიორგი ორბელიანის როლი ოთარ მეღვინეთუხუცესმა შეასრულა.

მრავალი წლის განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანდღულაძე იყო „რკინის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე „არტ-ცენტრის“ დამაარსებელი და დირექტორი. ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ყველა ახალი ამბავი
0