თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, დამნაშავეებმა სწრაფი ჩარიცხვის ორი აპარატი გატეხეს. ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების მონაცემებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „ქურდობის“ მუხლით მიმდინარეობს.
როგორც აჭარის ტელევიზიას სწრაფი ჩარიცხვის აპარატების უშუალო სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებმა განუცხადეს, როდესაც ისინი დილით სამუშაოზე გამოცხადდნენ, აპარატები უკვე გატეხილი იყო და ადგილზე პოლიციელები მუშაობდნენ. არცერთ მათგანს ბოროტმოქმედები არ დაუნახავს.