Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძემ ნინი ბადურაშვილს იუბილე ძველი ფოტოთი მიულოცა - შოკის მომგვრელი ცვლილება

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო ნიჟარაძემ მეგობარ მომღერალს იუბილე მოულოდნელი ფოტოთი მიულოცა. როგორ გამოიყურებოდნენ არტისტები წლების წინ?

ნინი ბადურაშვილს 34 წელი შეუსრულდა. მას მთელი დღის მანძილზე მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ულოცავენ. მათ შორის აღმოჩნდა სოფო ნიჟარაძე, რომელმაც კოლეგას დაბადების დღე ამერიკიდან Instagram-ის საშუალებით მიულოცა. სოფო ნიჟარაძემ მილოცვა არაორდინალურად გადაწყვიტა და ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა. აღმოჩნა, რომ სოფო და ნინი თანატოლები არიან და მათი ურთიერთობა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო.

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა.

აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.

ცნობილი მომღერალი ამერიკაში საცხოვრებლად გაემგზავრა. რამდენიმე თვის მანძილზე ის ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას მალავდა, მოგვიანებით კი პანდემიის გამოცხადებას დაასწრო და ამერიკაში გაფრინდა. სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. მან ოცნება აიხდინა, ქალიშვილი ამერიკაში გააჩინა. ახლა კი საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობს.

ყველა ახალი ამბავი
0