ინფრასტრუქტურული პროექტი ქუთაისში - ვიდეო

გამოწერა
რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 36 ავტობუსი ქუთაისს უკვე გადაეცა. მათგან 30 - 50 მგზავრს იტევს, 6 სატრანსპორტო საშუალება კი - 83 მოქალაქეზეა გათვლილი
ახალი ავტობუსები ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისს თანამედროვე სტანდარტების 36 ახალი ავტობუსი გადაეცა

ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის შერჩეულია საქართველოს ექვსი ქალაქი, - თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი. 175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0