თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის ოფიცერს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, ზურაბ საჩიშვილსა და ვანო ზანდარაშვილს შორის ურთიერთშელაპარაკება ზანდარაშვილის მანქანაში მოხდა.

საპატრულო პოლიცია თელავში - Sputnik საქართველო
„დედა შემაგინა“ - რას შეეწირა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი

ვანო ზანდარაშვილმა საკუთარი სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან საჩიშვილს მანქანაში რამდენჯერმე ესროლა.

ჭრილობების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზურაბ საჩიშვილის გვერდით მჯდომ თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ლევან ბერძენაშვილს.

37 წლის ზანდარაშვილი 26 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

მას ბრალდება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0