თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 097-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 221 605-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 203 547 (ბოლო 24 საათში – 3 208) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 377 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 420, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 677 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 393 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 8 394 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 993, PCR–ტესტით – 4 401.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.