როგორც კი სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს შეზღუდვები მოეხსნათ, თბილისში გზები ავტომობილებით გაივსო - ხალხი საახალწლო საყიდლებზე გაემართა.
ნაწილი მაღაზიებს საჩუქრების საყიდლად სტუმრობდა, ნაწილი კი საახალწლო სუფრისათვის აგრარულ ბაზრებში პროდუქტებს ყიდულობდა.
ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი დილის 7 საათიდან სრულად იტვირთება ავტომობილებით და დაცარიელებას იწყებს საღამოს 9 საათზე, როდესაც დგება „საკომენდანტო საათი“.