თბილისის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულოს შენობა
თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკრებულოს კამპანიის ფარგლებში დახმარებას ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში 1500-მდე მრავალშვილიანი ოჯახი საკვებ პროდუქტებსა და პირველადი დახმარების ნივთებს მიიღებს. ინფორმაციას ქალაქ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში საკრებულო სოციალურად დაუცველ, იმ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კამპანიის გასაგრძელებლად დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუჯეტი 200 ათასი ლარით შემცირდა, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა.

„კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, საკვები პროდუქტები ყველა სამაჟორიტარო ოლქში დავარიგეთ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, რომელიც თავიდან ბიზნესის დახმარებით დავიწყეთ, ახლა კი საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი 200 ათასი ლარით შემცირდა და გამოთავისუფლებული თანხით საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შევიძინეთ“, - განაცადა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემელაძემ.

ტყემალაძის თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ოჯახი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, კამპანიის მიღმა არ დარჩეს.

ყველა ახალი ამბავი
0