1,5 საათის განმავლობაში ერთი გადახდით მგზავრობა მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი

© Facebook / Tbilisi City Hallახალი მიკროავტობუსები
ახალი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის მერია მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. 

ახალი ავტობუსების პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები და ახალი მარშრუტები: რა სიახლეები ელოდება თბილისელებს

ხმალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ, მოდერნიზებულ ქსელში ჩართულია 300 განახლებული მიკროავტობუსი, რომელთა რაოდენობის გაზრდა მომავალშიც იგეგმება.

ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში,  1,5საათის განმავლობაში ერთხელ აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა.

„მაშინ, როდესაც ქსელი აწყობილია ინტეგრირების პრინციპით, გადასახადიც ინტეგრირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს მგზავრი მიკროავტობუსსა და ავტობუსში მგზავრობის შემთხვევაში, მგზავრობის საფასურის ორ გადახდას აწარმოებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, ერთი გადახდა იქნება საჭირო, თუ გადაჯდომა საათნახევრის განმავლობაში მოხდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 0,5 ლარს შეადგენს. პლასტიკური ბარათების გამოყენების შემთხვევაში მგზავრობა 1,5 საათის მანძილზე სულ 0,5 ლარია მიუხედავად იმისა, რამდენი გადაჯდომა იქნება საჭირო. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, თბილისში მგზავრობის ღირებულება  0,8 ლარია, მოკლე მანძილზე კი 0,5 ლარი.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0