არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდა და მასში ჩართვა შეეძლო ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომელიც გლეხებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიდა.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, იუწყება სოფლის განვითრების სააგენტო.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით.

მანდარინი - Sputnik საქართველო
საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო 

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა.

პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომელიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამამუშავებელი 14 საწარმო შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური პირობა ამოქმედდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებშიც. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულ საწარმოებს საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიანი კრედიტის მიღება შეეძლოთ არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და გადამუშავების მიზნობრიობით. გაცემული თანხის ოდენობა 8,6 მლნ ლარს აღემატება.

მანდარინის რიგები: აჭარაში ციტრუსების მოსავალს იღებენ - ვიდეო>>

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა უკვე დასრულებულია.

ყველა ახალი ამბავი
0