სემეკი: კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებული დარღვევებისას მომართეთ კომისიას

© GNERCსემეკი
სემეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდის დადგომისთანავე კომუნალური შეღავათების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.

თბილისი,  24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სემეკი: დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა>>

უწყების ინფორმაციით, სემეკს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, რადგან მათ ვერ ისარგებლეს  კომუნალური სუბსიდიით გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო.

„კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე. კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ,  წაკითხვის თარიღის დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას.

გაზქურა - Sputnik საქართველო
მთავრობა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს დაფარავს

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. სუბსიდირება მოხდება პრინციპით – 200 კილოვატ/საათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. შეღავათებზე უარის თქმისთვის განაცხადის შეტანისთვის ინტერნეტში სპეციალური პლატფორმა შეიქმნა.

აბონენტების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1,2 მილიონია. სახელმწიფო ამ მოქალაქეების კომუნალური მომსახურების გადასახდელად 1,7 მლნ ლარს გამოყოფს.

ასევე საქართველოში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს თვეში მოიხმარს 670 ათასი აბონენტი. მათი მომსახურებისთვის სახელმწიფო 27 მლნ ლარს გამოყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0