სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი მოკლა

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცმა ცოლი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მამაკაცი პოლიციაში თავად გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0