„ზარაფხანას“ მფლობელი ნიკოლოზ ნაყოფია მეუღლის განებივრებას შეუდგა. წყვილი ოჯახის წევრებს ხშირად მასპინძლობს. როგორც ნანუკას ერთ-ერთი ინსტა-ინტერაქტივიდან გაირკვა, წყვილი საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. ამიტომ ყოველ საღამოს, განსაკუთრებით კი უქმეებზე მათ სახლში ხალხმრავლობაა.
View this post on Instagram
ამის ამსახველ კადრებს ნანუკა „ფოლოვერებს“ ყოველთვის უზიარებს. არც ოთხშაბათის საღამო გახდა გამონაკლისი. ნიკოლოზ ნაყოფია, რთული გრაფიკის მიუხედავად, მეუღლის გაოცებას არ წყვეტს. ნიკოლოზმა სასურველი ინგრედიენტები მოიმარაგა და ხინკლის მომზადებას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა, რასაც მეუღლის აღფრთოვანება მოჰყვა.
ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.
მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. “მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.
View this post on Instagram
ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას რძალი გახდებოდა.