ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქება მოხდა. იუწყება პირველი არხი.

„გამოვედი მეზობლისგან და საშინელი გაზის სუნი იდგა“ – კესარია აბრამიძე აფეთქებას გადაურჩა >>

რესტორანი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. კორპუსის მცხოვრებლების ვარაუდით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად მთელი რესტორანი დაზიანდა.

არსებული ინფორმაციით, კორპუსის მკვიდრი, ცოლ-ქმარი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. დაშავებულები მეხანძრე-მაშველებმა დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი კონტაქტურია. ისინი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.

აფეთქება სიღნაღის მუნიციპალიტეტში - ვიდეო - Sputnik საქართველო
აფეთქება სიღნაღის მუნიციპალიტეტში - ვიდეო

ჰოსპიტლის ხელმძღვანელის, რევაზ კუჭუხიძის თქმით, ცოლ-ქმარს შოკი, პოლიტრავმა და მრავლობითი დამწვრობა აღენიშნება. ამ დროისთვის კი მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებათ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცოლ-ქმარი სარდაფში ჩავიდა, შუქის ანთებისას კი, სავარაუდოდ, შენობაში დაგროვებული ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქებამ შენობის პირველი სართულის მინები ჩაამსხვრია.

მომხდარის შემდეგ შენობაში ევაკუაცია განხორციელდა, საიდანაც 12 ოჯახია გამოყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0