საქართველომ შეიძლება ისარგებლოს რუსული ვაქცინით, თუ მას ჯანმო აღიარებს

© photo: courtesy of RDIF and the Gamaleya Center / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის პირველი ვაქცინა ქვეყანაში მომავალი წლის გაზაფხულზე ადრე არ შემოვა, სწორედ მაშინ დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესიც.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველო უპრობლემოდ ისარგებლებს რუსული ვაქცინით, თუ მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით რუსული ვაქცინის შესყიდვის საკითხი არ განიხილება.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას: სერგეენკოს განმარტება

„თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა... მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაც​იაში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური „სინოვაკი“, ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი“, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება ადამიანების ნდობას კორონავირუსის ვაქცინის მიმართ, კვლევის თანახმად, ქვეყანაში ამას ბევრი აპირებს. იმნაძის თქმით, კორონავირუსზე აცრას თვითონაც გეგმავს – მას ეს ეკუთვნის როგორც პროფესიული, ისე ასაკობრივი თვალსაზრისით. იმნაძემ პირობა დადო, რომ აცრას ჟურნალისტების თანდასწრებით ჩაიტარებს.

რა წესები უნდა დაიცვათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში>>

საქართველოს მთავრობა უკვე აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს კონკრეტულ ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან კორონავირუსის ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის პირველ პარტიას საქართველო, სავარაუდოდ, მარტი–აპრილში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0