გახარიამ ჟენევის კონსულტაციებისა და რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებზე ისაუბრა

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ჟენევის მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგები მოიტანოს.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ჟენევის ფორმატი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

ზალკალიანმა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის პირობა დაასახელა>>

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ დელეგაციები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

„ჩვენ არ გვინდა და არ გვაწყობს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს ფორმატი არის შესანარჩუნებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებების ეფექტიანობა და შედეგი იყოს მაქსიმალურად ხელშესახები, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ფსონს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მუშაობაზე დებს, „იმისთვის, რომ ვაიძულოთ ის სამშვიდობო კომპონენტი, რომელიც არსებობს რეგიონში, მაქსიმალურად იყოს ათვისებული იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც იყო 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში“, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.

ჟენევა - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები ჟენევაში: სამი თვალსაზრისი

ჟენევის მოლაპარაკებების პირველი ამოცანა უნდა გახდეს ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს, განაცხადა გახარიამ.

დეპუტატების კითხვებზე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ, გახარიამ არ გამორიცხა, რომ შეიძლება ჟენევის მოლაპარაკებებისა და „პრაღის კონსულტაციების“ გარდა სხვა ფორმატებიც ამოქმედდეს, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით არის შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი მრავალი წლის განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების - ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0