ავარიის მიზეზი მოყინული გზა და ცუდი ხილვადობა გახდა. კადრებში ჩანს, რომ უკნიდან მომავალი ავტომობილების მძღოლები წინ არსებულ დაბრკოლებას დროულად ვერ ხედავენ, რის გამოც რეაგირება აგვიანდებათ და მათი მანქანები უმართავად სრიალებენ შეჯახებამდე.
მოყინული და დათოვლილი გზების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 80 ათასი ავარია ხდება, მათგან დაახლოებით 15% ლეტალურად მთავრდება. სხეულის სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებებს იგივე მიზეზით, წელიწადში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ღებულობს.