აშშ-ის ახალი სანქციები. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე რუსეთს

გამოწერა
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვებში მოხვდა 40 რუსული ორგანიზაცია, რომლებიც შეიარაღებულ ძალებთან არიან კავშირში.

მათ ექსპორტის შეზღუდვა დაუწესდათ, უფრო ზუსტად, კომპანიები ვერ შეძლებენ ზოგიერთი ამერიკული საქონლისა და ტექნოლოგიების შეძენას. სანქციების სიაში შევიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური და საავიაციო, კოსმოსური და ხომალდმშენებელი დიდი საწარმოები. მათ შორის არიან კომპანია „სუხოი“ და „ტუპოლევი“, კორპორაცია „მიგი“, „როსტეხი“, „როსატომი“, ასევე „როსკოსმოსი“.

შეზღუდვები შეეხო საკოორდინაციო ცენტრ „პროგრესსაც“, რომელიც ამზადებს რაკეტებს „სოიუზ“. რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთში აშშ-ის გადაწყვეტილებაზე – იხილეთ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0