მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპის მომხრეები მის ონლაინ-ინაუგურაციას ამზადებენ: მსურველები ღონისძიებაზე ეწერებიან

© REUTERS / Tom Brennerდონალდ ტრამპი კადეტებს შორის
დონალდ ტრამპი კადეტებს შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ღონისძიების გვერდზე სპეციალური კომენტარი განათავსა და საზოგადოებას შეახსენა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეები მისთვის ალტერნატიული ონლაინ–ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავენ იმ დღეს, როდესაც ჯო ბაიდენი ფიცს დადებს.

ღონისძიების Facebook-გვერდზე აღნიშნულია, რომ ონლაინ–ინაუგურაცია 20 იანვრის შუადღით გაიმართება (აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით). აღწერილობაში კი ნათქვამია, რომ ღონისძიებას ტრამპის მხარდამჭერი 325 ათასი ადამიანი მართავს, რომლებიც არც ერთ ფორმალურ ორგანიზაციასთან არ არიან კავშირში.

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
არსებობს ხელისუფლების მიტაცების საფრთხე: თეთრი სახლი სულ უფრო შიშობს

ცერემონიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 62 ათასმა კაცმა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მა გვერდი მონიშნა შეხსენებით, რომ „3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა“.

დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება 14 დეკემბერს გამართულმა ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრამ დაადასტურა, რა დროსაც მას 538-დან 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. მიუხედავად ამისა, მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0