სავაჭრო ობიექტების მფლობელები ახალი რეგულაციებით უკმაყოფილონი არიან

© Ministry of Economy of Georgiaსავაჭრო ცენტრში
სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულაციების გამო, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო დღეებში დაუწესეს, მუშაობის დაწყებას ყველა მათგანი ვერ შეძლებს. ზოგიერთი სავაჭრო ცენტრის მფლობელი აცხადებს, რომ ეს რეგულაციების არა შერბილება, არამედ გამკაცრებაა

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დადგენილი შეზღუდვების შერბილების ის დონე, რომელიც საახალწლო დღესასწაულებზე მთავრობამ დაუშვა, ყველა მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელს არ აკმაყოფილებს.

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავაჭრო ცენტრებმა 24 დეკემბრიდან >>

როგორც სავაჭრო ცენტრ „სიტი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განაცხადა, ბიზნეს-სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო სავაჭრო ობიექტებისთვის სამუშაო დროის გაზრდა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში მოსახლეობას ზოგიერთი შეზღუდვის შერბილებასთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში მსხვილი სავაჭრო ობიექტები გაიხსნებიან და 07:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციას.

ცარიელი ქუჩები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
ვინ, რატომ და რამდენით? ანუ კრიზისული ეკონომიკის ავი და კარგი

როგორც ლევან მესხელმა ტელეკომპანია Rustavi2-ს განუცხადა, მათ არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პანდემიის დროს საკუთარი სამუშაო გეგმა შესთავაზეს.

„ყველა ჩენი განცხადება სწორედ ნაკადების მართვის გეგმას ეხებოდა. ვითხოვდით მოლების 15 დეკემბრიდან გახსნას და ასევე სამუშაო საათების გახანგრძლივებას, თუმცა ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნებიდან არც ერთი არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ახლა ფორსმაჟორულ რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება. ეს შეზღუდვის მოხსნა არ არის, ეს პირიქით, შეზღუდვის გამკაცრებაა“,— განაცხადა “სითი მოლის” დირექტორმა ლევან მესხელმა.

მესხელის თქმით, პანდემიის პერიოდში მოლები არცერთხელ არ გამხდარა მოქალაქეთა დაინფიცირების წყარო, რადგან ყველა თანამშრომელი დადგენილ რეკომენდაციებს იცავდა.

City Mall-ის დირექტორი ირწმუნება, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მომხმარებლების ნაკადები სწორად გადაანაწილონ.

სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
თურნავა: ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი

ახალმა რეგულაციებმა სხვა ქალაქების მუშაობაშიც სირთულეები შექმნა. ასე მაგალითად, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ ქუთაისში, სავარაუდოდ, 24 დეკემბერს ვერ გაიხსნება.

ცენტრის მენეჯერის, ნატო დანელიას თქმით, დადგენილი წესებით მუშაობა შეუძლებელია, რადგან ზოგიერთი ობიექტის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია და ის ერთზე მეტ მომხმარებელს ვერ მოემსახურება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ნაკადის რეგულირება მოითხოვს დამატებით ხარჯებს და თანამშრომელთა შტატის გაზრდას.

ყველა ახალი ამბავი
0