გამყრელიძე: პრეპარატი „რემდესივირი" პაციენტებზე არ გაიცემა

გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პერიოდში მედიკამენტს დადებითი ეფექტი ექნება, ქვეყანაში საჭირო რაოდენობას შემოიტანენ, განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ პაციენტებზე არ გაიცემა, იგი მხოლოდ ჰოსპიტალურ მოხმარებას დაექვემდებარება, რომლის გამოყენების პირობები და მიზანშეწონილობა კლინიკურ ჯგუფთან იქნება შეთანხმებული, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ეკა ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია

გამყერელიძის განცხადებით, პაციენტებისთვის „რემდესივირის" გაცემას 6 წამყვანი კლინიციტისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია გადაწყვეტს, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. ცერცვაძე საქართველოში პირველი ინფიცირებული პაციენტი იყო, რომელმაც პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადა.

„რემდესივირი" მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალებაა. პრეპარატს ძალიან მკაცრი ჩვენებები აქვს, ის არ დაინიშნება ყველა ავადმყოფზე, მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებზე. მისი გამოყენება ძირითადად ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებზე მოხდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

პრეპარატ „რემდესივირის“ გაცემის პროტოკოლზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემაც და აღნიშნა, რომ პრეპარატის მისაღებად აუცილებელია პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა.

საქართველოში ამ დროისათვის პრეპარატ „რემდესივირის“ საცდელი პარტია, 4 ათასამდე ფლაკონია შემოსული, რაც დაახლოებით 660 პაციენტისთვის იქნება საკმარისი. 

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
საქართველომ ჯანმოს რეკომენდაცია მიიღო: COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ გამოიყენებენ

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია ინფიცირების 212 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 21 ათასზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0