Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კომპანია BioNTech ვაქცინის „ბრიტანული შტამისთვის“ მორგებას გეგმავს

© Pixabay / satheeshsankaranფარმაკოლოგიური ლაბორატორია
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანულ ფარმაკოლოგიურ გიგანტს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია რამდენიმე კვირაში მოარგოს თავისი ვაქცინა კორონავირუსის „ბრიტანულ შტამს“.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია BioNTech-ს ექვს კვირაში შეუძლია დაამზადოს ვაქცინა კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ წინააღმდეგ, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა უგურ შაჰინმა, რის შესახებაც წერს სააგენტო Reuters. 

კოვიდ-პანდემია ლონდონში - Sputnik საქართველო
ნუ გეშინიათ COVID-19-ის ახალი შტამისა: იერუსალიმელი პროფესორი კომენტარს აკეთებს

გენდირექტორის თქმით, კომპანიის უკვე არსებული ვაქცინა, რომელიც ამერიკულ Pfizer-თან ერთობლივად დამზადდა, დიდი ალბათობით, ეფექტურია კორონავირუსის ამ მუტირებული შტამის წინააღმდეგაც, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის კონკრეტულად „ბრიტანულ შტამზე“ მორგება იოლად იქნება შესაძლებელი.

„სამეცნიერო თვალსაზრისით ფრიად სარწმუნოა, რომ ამ ვაქცინაზე იმუნური პასუხი ასევე გაუმკლავდება ვირუსის ახალ ვარიანტს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია, რომ ახალი ვაქცინა ექვსი კვირის განმავლობაში წარმოვადგინოთ“, — განაცხადა BioNTech-ის ხელმძღვანელმა.

მანამდე იერუსალიმის კლინიკა Hadassah Medical-ის პროფესორმა იაკობ ბერკუნმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი COVID-19-ის ახალი მუტაცია არსებითად ვერ შეცვლიდა ვირუსის თვისებებს, შესაბამისად, არსებული კოვიდ–ვაქცინების არაეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ არსებული ვაქცინები არაეფექტური იქნება, დღევანდელი ტექნოლოგიების მეშვეობით ისინი სწრაფად დაიხვეწება და მოერგება ახალ შტამს.

რას წარმოადგენს ახალი „ბრიტანული“ შტამი? მეცნიერები კორონავირუსის მუტაციის შესახებ>>

დეკემბრის პირველ დეკადაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი გამოავლინეს, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება. წინასწარი შეფასებებით, ახალი შტამი შეიძლება ჩვეულებრივზე 70%-ით უფრო გადამდები იყოს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

ყველა ახალი ამბავი
0