პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის მინისტრობის ოთხმა კანდიდატმა წარმოადგინა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ერთობლივ სხდომაში საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები მონაწილეობდნენ.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
ცნობილია, როდის გამოუცხადებს პარლამენტი ნდობას ახალ მინისტრთა კაბინეტს

დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება. მანამდე კი ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

ყველა ახალი ამბავი
0