Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმომ კორონავირუსის ახალი შტამი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინა

© AP Photo / Stefan Rousseauმგზავრები ლონდონის აეროპორტში
მგზავრები ლონდონის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკემბრის დასაწყისში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, არ არსებობს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მანამდე დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

კორონავირუსი ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
უფრო გადამდებია: ჯანმომ კორონავირუსის ახალი შტამი შეაფასა

გარდა ამისა, SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის გამოვლენის შესახებ იუწყება იტალიის ჯანდაცვის სამინისტროც. ირკვევა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი რომში დიდი ბრიტანეთიდან ჩაფრენილმა ინფიცირებულმა შეიტანა, რომელიც ახლა თავის პარტნიორთან ერთად იზოლაციაშია გადაყვანილი.

ამასთან ჯანმო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მჭიდრო კონტაქტშია დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან COVID-19-ის ახალ ტიპთან დაკავშირებით და პირობას დებს, რომ საზოგადოებას ყველა ინფორმაციას მიაწვდის მისი მახასიათებლების შესახებ.

15 დეკემბერს ჯანმოს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უფრო გადამდებია, მაგრამ მთლიანობაში დაავადების საშიშროების დონის სტრუქტურას არ ცვლის.

„ის უფრო გადამდებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საშიში არაა“, — აღნიშნა მან.

ამასთან მაშინ ჯანმოში ხაზი გაუსვეს, რომ სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან, გამოავლენს თუ არა ახალი მუტაცია ანტისხეულების გამანეიტრალებელ ცვლილებებს.

ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს>>

კიდევ უფრო ადრე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გუშინ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა სრულად შეაჩერა – კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით.

 

ყველა ახალი ამბავი
0