ფერადი პირბადეები სახიფათოა: დასახელდა მიზეზები, შედეგები და გამოსავალი

© Sputnik / STRINGERახალგაზრდა მამაკაცი შავი პირბადით
ახალგაზრდა მამაკაცი შავი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტის თქმით, ფერადმა პირბადემ შეიძლება უკიდურესად გაამწვავოს კანის ზოგი დაავადება როგორც თინეიჯერებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ფერადმა პირბადემ შეიძლება კანის არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს, თუ ის ქიმიურად შეღებილი სინთეტიკისგან არის დამზადებული, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი-კოსმეტოლოგი ელენა მოროზოვა.

დამცავი პირბადეები - Sputnik საქართველო
როდის აღარ დაგიცავთ COVID-19-სგან მრავალჯერადი პირბადე: დასახელდა ნიშნები
„ქუჩაში ბევრ ადამიანს ვხედავ შავი პირბადეებით. ის შეიცავს საღებავს, რომელიც თავისთავად იწვევს კანისმიერ გამწვავებებს... თავად პაციენტებიც კი ჩივიან, რომ ამ ნიღბებს უსიამოვნო ქიმიური სუნი აქვს. ამ ყველაფერმა შეიძლება დერმატოზის პროვოცირება გამოიწვიოს, რადგან შავი საღებავი უკიდურესად ალერგენულია. ხოლო თუ პირბადე ამავდროულად სინთეტიკურიცაა, მაშინ მისი გამოყენება არ ღირს“, — განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, ერთი საქმეა ბამბის ფერადი პირბადეები და სულ სხვაა სინთეტიკური ნიღბები, რომლებიც, კაცმა არ იცის, სადაა შეღებილი და მოხატული.

ამასთან სპეციალისტი მშობლებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვებისთვის შეძენილ ნიღბებს.

  • „თუ ბავშვი დიდხანს ატარებს ფერად ნიღაბს — შეცვლისა თუ გარეცხვის გარეშე, ეს თინეიჯერულ აკნეს გაამწვავებს“, — აცხადებს ექსპერტი. 

მისი თქმით, ყველას ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი ჯობს, რომელიც რეგულარულად უნდა შეიცვალოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0