კომენდანტის საათი საახალწლო განათებებსაც შეეხება: თბილისში ილუმინაციები გამოირთვება

© Sputnik / STRINGERსაახალწლო ილუმინაციები თბილისში
საახალწლო ილუმინაციები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. თბილისის მერ კახა კალაძის გადაწყვეტილებით,  კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის პერიოდში დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება, იუწყება პირველი არხი.

 „რადგანაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვის შესაბამისად საქართველოს დიდ ქალაქებში 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია, თბილისის მერმა აღნიშნულ პერიოდში  საახალწლო განათებების გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო“, — ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, მომდევნო დღის ბოლომდე გაითიშება.

იმპროვიზებული ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზე - Sputnik საქართველო
კომენდანტის საათმა შესაძლოა გადაიწიოს - საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ

„თბილსერვის ჯგუფის“  განმარტებით, დედაქალაქის ზოგ ქუჩებზე საახალწლო ილუმინაციების ძველი კონსტრუქციებია დამონტაჟებული, რომლებსაც დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი ჩართვა–გამორთვა გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს მოხდება.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.


 

 

ყველა ახალი ამბავი
0