Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამერიკული კოვიდ-ვაქცინის შემქმნელი კომპანიები შედეგებზე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს

© AP Photo / Nam Y. Huhვაქცინაცია Covid-19-ზე
ვაქცინაცია Covid-19-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს, როგორ კარგავს გონებას ერთ-ერთი მედმუშაკი ამერიკული ვაქცინით აცრისთანავე

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული კომპანიების, Pfizer–ისა და Moderna–ს მიერ შექმნილი კოვიდ–ვაქცინებით აცრისას  გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო კომპანიებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, იუწყება ტელეარხი CNBC.

​გავრცელებული ინფორმაციით, გარდა ფარმაცევტული კომპანიებისა, პასუხისმგებლობისგან ასევე თავისუფლდება აშშ–ის კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე სანიტარული ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ამტკიცებს პრეპერატებს და მათი მასობრივი გამოყენების უფლებას იძლევა.

  • ამასთან აღინიშნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დამსაქმებელი თანამშრომელს ვაქცინაციას დაავალებს, შედეგად კი მას უარყოფითი რეაქცია გამოუვლინდება, ვაქცინირებულს უფლება არ ექნება, სასამართლოში უჩივლოს დამსაქმებელს.

მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ კარგავს გონებას ამერიკული პრეპარატით აცრისთანავე ერთ–ერთი მედდა პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს. ირკვევა, რომ მას ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ანამნეზში ალერგია არასდროს დაფიქსირებულა.  

კიდევ ერთი ვაქცინირებული, რომელსაც აცრის შემდეგ სასწრაფო დახმარება დასჭირდა, ასევე მედმუშაკია. ცნობილი ხდება, რომ მას კომპანია BioNTech–ისა და Pfizer–ის პრეპარატი შეუყვანეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0