მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მინისტრმა საიდუმლო შემთხვევით გასცა: ცნობილია კოვიდ-ვაქცინების ნამდვილი ფასები

© photo: Sputnik / George Zmimarev / გადასვლა მედიაბანკშიკოვიდ-ვაქცინა
კოვიდ-ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მინისტრმა თავისი შეცდომა მალევე გაიაზრა და სოციალური ქსელიდან დოკუმენტი წაშალა, მაგრამ ის უკვე ნანახი ჰქონდათ ჟურნალისტებს

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ბელგიის ბიუჯეტის საკითხთა სახელმწიფო მდივანმა ევა დე ბლეეკერმა სოციალურ ქსელში შეცდომით გამოაქვეყნა კონფიდენციალური ცხრილი, რომელიც COVID–19–ის ექვსი ვაქცინის ფასების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა, იუწყება HLN–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, როგორც კი გააცნობიერა შეცდომა, სასწრაფოდ ჩაასწორა Twitter–ზე გამოქვეყნებული პოსტი, მაგრამ ჟურნალისტებს უკვე მოესწროთ დოკუმენტის სქრინშოტების გაკეთება, რომლებიც მოგვიანებით გაავრცელა კიდეც ბელგიურმა მედიამ.

​კონფიდენციალურ ცხრილში მოყვანილი მონაცემების თანახმად, AstraZeneca–ს ვაქცინის ერთი დოზის ფასი 1,78 ევროს შეადგენს, Johnson & Johnson–ისა – 7 ევროს, Sanofi/GSK–ს ვაქცინა 7,56 ევრო ღირს, ვაქცინა CureVac–ის ფასი 10 ევროა, BioNTech/Pfizer–ის ვაქცინის ფასი 12 ევროს აღწევს, Moderna–სი კი – 14,6 ევროს.

როგორც ირკვევა, ეს ის ფასებია, რა ფასადაც უნდა შეიძინონ ევროკავშირის ქვეყნებმა პრეპარატები. ამის შემდეგ კი თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს ვაქცინაციის კონკრეტულ პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის არცერთ ვაქცინას არ აქვს მიღებული ევროპის ბაზარზე გამოყენების უფლება.

ევა დე ბლეეკერმა ცხრილის პუბლიკაცია სოციალურ ქსელში „საკომუნიკაციო გუნდის შეცდომით“ ახსნა. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მონაცემთა შემთხვევით გასაჯაროვება არანაირად არ შეუშლის ხელს ბელგიას, მიიღოს წვდომა ვაქცინებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0