კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Viktor Kaminskyეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.635-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 204.003-ს მიაღწია.

თბილისი,  18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.635 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.134 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 338, აჭარა – 230, ქვემო ქართლი – 216, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 186, შიდა ქართლი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.244 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171.526-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 49 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.002-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30.449 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.680  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.867, აჭარაში – 798, იმერეთში – 1.350.

1.148 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 427 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 43, იმერეთში – 53. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2.183 ადამიანი, მათ შორის 775 – თბილისში, 1.062 – აჭარაში, 124 – იმერეთში. 21.586 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 468 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 87, ხოლო იმერეთში – 7.

თვითიზოლაციაში იმყოფება 45.818 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.175 პირი, აჭარაში – 7.037, იმერეთში – 6.233.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.635-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 204.003-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0