თბილისში და-ძმა ერთი თვის წინ გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად ცხოვრობდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო დედის გარდაცვალება ვერავის შეატყობინეს

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ერთი თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის ალა ჩიბისოვა 15 ნოემბერს, სავარაუდოდ,  გულის შეტევით გარდაიცვალა და ოჯახის წევრები ერთი თვის განმავლობაში ბინაში ცხედართან ერთად იმყოფებოდნენ.

მეზობლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მთელი კორპუსი მძიმე სუნმა შეაწუხა.

როგორც გარდაცვლილის შვილმა, ზურაბ ბარბაქაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, ის და მისი და  დედის ცხედართან ერთად ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მისი განმარტებით, ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და „შიდა პრობლემებით მეზობლების შეწუხება არ უნდოდა“.

„გულის შეტევა დაემართა, სულ პარალიზებული იყო. შეშინებულები ვიყავით, უსახსრობის გამო ვერ შევატყობინეთ ვერავის, ვითმენდით“, -განაცხადა დაღუპულის შვილმა.

ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური